საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრი და რეკორდსმენი ნიკა ჭიჭიაშვილი წარმატების ასპარეზობს
2024 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე წარმატების ასპარეზობს საქართველოს ნაკრების წევრი და რეკორდსმენი ნიკა ჭიჭიაშვილი. მან 50მეტრ ბატერფლაით სტილით ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 24.77. ინფორმაციას საქართველოს მოცურავეთა კლუბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნიკა განაგრძობს ასპარეზობას 100 და 200მეტრ ამავე სტილით ცურვაში, სადაც შეეცდება მისივე დამყარებული საქართველოს რეკორდების გაუმჯობესებას და მისთვის სარეკორდო ფინას ქულების აღებას.