საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპის ვიცეჩემპიონია

ზაგრებმა „რაგბი ევროპის ალაფის” პირველი ეტაპს უმასპინძლა, სადაც საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებმაც იასპარეზა. ქართველი მორაგბეები ფინალში შვედებს დაუპირისპირდნენ, შეხვედრა ანგარიშით 7:31 დასრულდა და ისტორიაში პირველად, „რაგბი ევროპის ალაფის” ეტაპის ვიცეჩემპიონები გახდნენ.

ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას 26:0, მეოთხედფინალში კი რუმინეთს 21:0 სძლია. ტურნირზე ქართველებმა ასევე ისრაელი, ნორვეგია და ფინეთი დაამარცხეს.

„რაგბი ევროპის ალაფის” მეორე ეტაპი ბუდაპეშტში 12-14 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები