ტოკიოში ქართული ფესტივალი გაიმართება

15-16 ივნისს „საქართველოს დღეები იაპონიაში“ პირველად იმართება.

იოიოგის პარკში ორი დღის მანძილზე ქართული ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თვალსაჩინო წარმომადგენლები წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. გაიმართება თბილისსა და რეგიონებში მოქმედი ფოლკლორული და ქართული ხალხური ანსამბლების კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა.  საგულისხმოა, რომ ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ იაპონიაში მოქმედი ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.

ღონისძიებაზე დაგეგმილ სპორტულ აქტივობებში  მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ცნობილი ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი. სტუმრებს მასთან შეხვედრის საშუალებაც ექნებათ.

ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები