გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა

ქართველ მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გვანცამ გაავრცელა სოციალური ქსელით.

“ძვირფასებო, გავხდი ნიუ-იორკის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის 1 პრემიის მფლობელი, რამაც ძალიან გამახარა😍 ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის ვმონაწილეობდი საქართველოს სახელით🇬🇪😍 მექნება მასტერკლასები და სხვადასხვა შემოთავაზებები კონკურსიდან, რაც ნიშნავს, რომ წინ ძალიან დატვირთული ზაფხული მელოდება.

კონსერვატორიის სემესტრის დასრულების შემდეგ, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა, ახალი ამბავია ის რომ, როგორც პედაგოგი წელს კომისიაში ვარ, რაც ასევე ძალიან მახარებს და განვაგრძობთ ბავშვების შერჩევას კონცერტისთვის, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში 9 ივნისს❤️”

გვანცა ბუცხრიკიძე აშშ-ში, ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში სწავლობს. კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა. მასთან ერთად კონკურსის მეორე კატეგორიაში მონაწილეობდნენ მევიოლინეები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები