ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 7 მედალი მოიპოვეს
ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე 7 მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.
დათა ჩხაიძე (82კგ) ჩემპიონი გახდა, რამაზ სილაგავა (55კგ) ვერცხლის მედალს, ხოლო გიორგი შოთაძე, დავით გვასალია (ორივე 67კგ), ანრი ფუტკარაძე (77კგ), ზურაბ მელაძე (82კგ) და რატი ტალიკაშვილი (130კგ) – ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
სომხეთში ქართველი მოჭიდავეები მწვრთნელებმა ჯემალ ბაკურიძემ და ზურაბ მაჭარაშვილმა ჩაიყვანეს. ტურნირს ქართველი მსაჯი ზურაბ ელოშვილიც მოემსახურა.