აჭარის შესახებ სამოგზაურო კონტენტი 10-ზე მეტი ქვეყნის იფლუენსერმა გამოაქვეყნა

უცხოელი ჟურნალისტებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობა გრძელდება. ამჯერად, რეგიონს მედიის წარმომადგენლები სომხეთიდან, ლიეტუვადან, ესტონეთიდან, უზბეკეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან სტუმრობდნენ. ინფლუენსერები ძველ ბათუმს, ბულვარს და ქალაქის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს სტუმრობდნენ. ასევე მოინახულეს გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ქედის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და მტირალას ეროვნული პარკი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად აგრძელებს მედიატურების ორგანიზებას, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. პარალელურად, გრძელდება აჭარის შესახებ სტატიების, სიუჟეტებისა და სამოგზაურო კონტენტის გამოქვეყნება სამიზნე ქვეყნების მედიაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში. მედიატურების მხრივ განსაკუთრებით აქტიური მაისის თვე იყო, რომლის განმავლობაშიც რეგიონს 10-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები