თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაჩანა ბრეგვაძის ნაქონი პირადი ნივთები და ადრეულ წლებში მის მიერ გამოცემული წიგნები შეემატა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბაჩანა ბრეგვაძის ნაქონი პირადი (ქუდი და კაშნე) ნივთები და ადრეულ წლებში მის მიერ გამოცემული წიგნები შეემატა. საჩუქრები თსუ-ის ბიბლიოთეკას  სახელოვანი უნივერსიტეტელის ქალიშვილმა ანი ბრეგვაძემ  გადასცა.

„მკითხველს დღეიდან შეეძლება, გაეცნოს დიდი მთარგმნელისა და მწერლის სხვადასხვა წელს გამოცემულ ნაშრომებს: პლატონი – „იონი, დიდი ჰიპია, მენონი“ (1974 წ); ბლეზ პასკალი (1995), „იტალიური ზღაპრები” (1997 წ), პლატონის „ტიმეოსი“ (2019 წ), „კრატილე“ (2017 წ), „სოკრატეს აპოლოგია – კრიტონი“ (2021 წ), ხოსე ორტეგა-ი-გასეტის „რა არის ფილოსოფია“ (2018 წ), ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ (2022წ), დანტე ალიგიერის „ახალი ცხოვრება“ (2021 წ)

საგულისხმოა, რომ ანი ბრეგვაძის მიერ თსუ-ის ბიბლიოთეკა ბაჩანა ბრეგვაძის ბიბლიოგრაფიითაც დასაჩუქრდა. (2016 წ)“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაჩანა ბრეგვაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს დაამთავრა, მისი ნაყოფიერი მოღვაწეობით, ქართველ მკითხველს საშუალება მიეცა მსოფლიოს სახელოვან ავტორთა ცნობილ ნაწარმოებებს ქართულ ენაზე გასცნობოდა.

ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა; ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური და რუსული ენებიდან. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო: ლიტერატურული პრემია “საბა” (2004, 2007 წწ); ღირსების ორდენი (1995, 2005 წწ); საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი. ბაჩანა ბრეგვაძე ასევე დაჯილდოებულია: ივანე ჯავახიშვილის, ივანე მაჩაბლის, ილია ჭავჭავაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, დავით აღმაშენებლისა და „საგურამო“-ს სახელობის პრემიებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები