ვაჟა მარგველაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აბუ-დაბიში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოუტანა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, რომელიც აბუ-დაბის ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია, პირველ შეხვედრაში ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს მურად ჩოპანოვს გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო. ასევე გაფრთხილებებით დაამარცხა უზბეკი სარდორ ნურილაევი, მაგრამ მეოთხედფინალში იპონით წააგო იაპონელ ტაკეში ტაკეოკასთან და რეპეშაჟზე გადაერთო.

მარგველაშვილი მესამე ადგილის ნახევარფინალში მონღოლ ერხემბაიარ ბატოგტოხის ორი ვაზარით გაუმკლავდა, ქართველმა ძიუდოისტმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელი მატეო პირასი დაამარცხა.

ერთი დღით ადრე ჩემპიონობა იზეიმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები