ანსამბლი “ჩვენებურები” ევროპაში მასობრივ ტურნეს, პროგრამით “კავკასია” იწყებს
ანსამბლი “ჩვენებურები” და ლელა ნაყეური ხანგრძლივ გასტროლზე გაემგზავრნენ. 28 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე – ანსამბლი 13 კონცერტს გამართავს ევროპის 4 ქვეყანასა და აზიაში. ეს ქვეყნებია: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი, პოლონეთი და ბანგლადეში.
ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, თბილისსა და საფრანგეთის ქალაქ ნანტს შორის, დაძმობილების 40 წლისთავის აღსანიშნავად, 17 ნოემბერს გაიმართება.
ანსამბლი 14 ნოემბერს ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში სოლო კონცერტით, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალზე წარდგება, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკოსი მონაწილეობს. მუსიკოსები ტურნეზე წარადგენენ ახალ პროგრამას, სახელწოდებით – “კავკასია”.