კავკასიის ფრანგულ სკოლაში ღონისძიება “La Nuit de l’Eau” – წყლის ღამე გაიმართება

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, 4 აპრილს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში გაიმართება “La Nuit de l’Eau” (წყლის ღამე). ეს არის ღონისძიება, რომელიც საფრანგეთში 2008 წელს დაარსდა საფრანგეთის ცურვის ფედერაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF საფრანგეთის ბიუროს ინიციატივით, წყლის პატივისცემისა და შენარჩუნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და ითვალისწინებს სახსრების მოზიდვას მსოფლიოში სასმელ წყალზე წვდომის პროგრამების დასაფინანსებლად.

საფრანგეთში ცურვა ყველზე მნიშვნელოვან სასწავლო პროგრამებს შორისაა. ბავშვები სწავლობენ ცურვას ბაღიდან დამამთავრებელ კლასებამდე. ის ფრანგების მეორე ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. თბილისში, კავკასიის ფრანგული სკოლა მოსწავლეებისთვის მოაწყობს წყლის თამაშებსა და შეჯიბრებას სკოლის აუზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები