გამომძიებელი დემეტრე გრიგალაშვილი FBI-ს ეროვნულ აკადემიაში მოსამზადებელ კურსს გაივლის
საქართველოს პროკურატურის და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი დემეტრე გრიგალაშვილი, FBI-ს ეროვნულ აკადემიაში მოსამზადებელ კურსს გაივლის.
სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისთვის განსაზღვრული კურსის მიზანია როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამართალდამცავ უწყებებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესება, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
10 -კვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამა, ასევე, კურსის მონაწილეთა ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს.