20-22 ნოემბერს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება

20-22 ნოემბერს სოფლის მეურნეობის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება – სოფლის მეურნებისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯიას” ორგანიზებით ტარდება.

Agro Expo-ს მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს. ორგანიზატორების განცხადებით, გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ “ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში გაიხსნება და დამთვალიერებელს 3 დღის განმავლობაში 11:00 დან – 18:00 საათამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები