საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში Ferien Messe Wien მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედია გამოცემის, T.A.I. და ტურისტული სააგენტოს Ruefa დირექტორებთან, ასევე ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურების გამართვას და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ავსტრიაში.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავსტრიის ავიახაზებთან საქართველოში პრეს და გაცნობითი ტურის მოწყობას განიხილავენ.
ვენის ტურისტულ გამოფენაზე 850 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენას 11 ათასი ვიზიტორი ჰყავს.