გამოფენაში FOOD EXJAPAN 2024 ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია მონაწილეობს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ქალაქში ტოკიოში მიმდინარე კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში FOOD EXJAPAN 2024 მონაწილეობს.
Food exJapan 2024-ში მონაწილეობა ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას მისცემს და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას და პოპულარიზაციას.
გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, იაპონურ მარკეტინგულ და საკონსულტაციო კომპანიებთან შეხვედრებს გამართავენ.
გამოფენაში Foodex Japan ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები 2015 წლიდან მონაწილეობენ.
კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენა Foodex Japan იაპონიაში 1976 წლიდან ტარდება და აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება.