დღეს ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის – ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა

დღეს ქართველი მოცეკვავის, ბალეტმაისტერისა და პედაგოგის, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელის, სახალხო არტისტის, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეა.

საბალეტო ხელოვნების რეფორმატორმა მამაკაცის ცეკვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა, გმირული იერი შესძინა. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, რომელიც მოქმედი ცეკვისა და პანტომიმის შერწყმაა.

“ჩემი პრინციპი უცვლელია, ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა…“ – ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის — დაბადებიდან 114 წელი შესრულდა.

9,10 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ამ იუბილესადმი მიძღვნილი გალაკონცერტი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები