„საქართველო ღვინის სამშობლო“ – ამ გზავნილით პორტუგალიაში გამოფენა Simplesmente Vinho ოთხი დღის განმავლობაში მასპინძლობდა სტუმრებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით,   პორტუგალიის ქალაქ პორტუში გართულ გამოფენაში Simplesmente Vinho ქვევრის ღვინის მწარმოებელი 11 მარანი მონაწილეობდა. გამოფენაში ბუნებრივი ღვინის 112 მწარმოებელი მონაწილეობდა პორტუგალიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. ქართველი მეღვინეების შეფასებით, ქვევრის ღვინის მიმართ დაინტერესება დიდი იყო, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი სავაჭრო პარტნიორები მოიძიონ.

გამოფენის Simplesmente Vinho ფარგლებში, ღვინის პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციები და გალავახშამი გაიმართა; ჩატარდა კონფერენცია Qvevri, Dolia E Talha, რომელიც ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მიეძღვნა. კონფერენციაზე საუბარი შეეხო პორტუგალიის ზოგიერთ რეგიონზეც, სადაც ღვინოს თიხის ჭურჭელში აყენებენ. მონაწილეებს ქვევრის ღვინო ქართველმა მეღვინე ზურაბ თოფურიძემ წარუდგინა. კონფერენციის დასრულების შემდეგ მოეწყო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“  ჩვენება. საქართველოს მეღვინეობის  რვა ათასწლიან ტრადიციებზე დოკუმენტური ფილმი „ჩვენს ძარღვებში ღვინო ჩქეფს“  ამერიკელმა კინორეჟისორმა ემილი რელსბეიკმა (Emily Railsback) 2017 წელს გადაიღო და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

გამოფენაზე Simplesmente Vinho ქართული ღვინის წარდგენა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაციული მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები