ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი მოიპოვა
ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინი” (“Crossing”) „ბერლინალეს” პანორამის სექციის ჟიურის პრიზი მოიპოვა „საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის”. წლევანდელი „ბერლინალეს” პანორამის სექცია სწორედ ლევან აკინის ფილმით გაიხსნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მზია არაბული და ლუკა კანკავა.
ლევან აკინის ახალი ფილმი 5 ქვეყნის კოპროდუქციაა. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად ქართული კომპანია – “1991 ფროდაქშენს” მუშაობდა.