ლაშა ყიზილაშვილმა ჰაიდელბერგის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ჰაიდელბერგის 2024 წლის გრან-პრიზე წარმატებით ასპარეზობს. ტურნირზე ქართველმა პარაძიუდოისტმა, ლაშა ყიზილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ყიზილაშვილმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში უკრაინელ სპორტსმენს სძლია, ფინალში კი უზბეკ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ჰაიდელბერგის გრან-პრიზე მეორე ადგილი დაიკავა.