ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ესპანეთში, გრანადაში, მსოფლიოს თასის გათამაშებაში ახალგაზრდებს შორის, პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ქართველმა ტყვიის მსროლელმა იოანე ხვარეშიამ 214,1 ქულა მოაგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ოქროს მედალი ყირგიზ სპორტსმენს ხვდა წილად, ვერცხლის მედალი კი გერმანელ ტყვიის მსროლელს ერგო. აღსანიშნავია, რომ იოანე ხვარეშიამ მსოფლიოს თასზე მედლის მოპოვება პირველად შეძლო.