ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 მედალი მოიპოვა.

55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა რამინ შამილიშვილმა ევროპის ვიცეჩემპიონობა იზეიმა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 111 კგ დაძლია, აკვრაში – 130 და  ორჭიდში მოგროვებული 241 კილოგრამით ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რ. შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 2023 წელს მეორე საპრიზო ადგილი მან ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს  მედლები შემატა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შოთა მიშველიძემ. 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძემ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 125 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში 147 ასწია და  ორჭიდში მოგროვებული 272 კილოგრამით კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები