10 თებერვალს ქართველთა კულტურის კერა ლაზი კარნავალს გამართავს
10 თებერვალს, საფრანგეთში არსებული ქართველთა კულტურის კერა ლაზი კარნავალს გამართავს, სადაც თავს მოიყრის ლაზის ყველა კურსდამთავრებული. 15 წლის მანძილზე ასეთი შეხვედრა კულტურის ცენტრში პირველად იმართება.
„ჩვენი მიზანია ამ ახალგაზრდებს ერთმანეთი გავაცნოთ, რაც იმის საწინდარია რომ ისინი ერთმანეთთან დამეგობრდებიან. გვექნება საინტერესო გასართობი პროგრამა და გავატარებთ ძალიან კარგ დროს. წელს ბევრ ახალგაზრდას არ მოუწევს ჩვენთან ერთად ყოფნა, რადგანაც კარნავალი გათვლილია 15 წლის ზემოთ მოზარდებისთვის, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდგომ წელს უფრო მეტი ვიქნებით“, – ნათქვამია ქართველთა კულტურის კერა ლაზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.