იტალიაში სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” პრეზენტაცია გაიმართება
დღეს, 28 იანვარს, 14 საათზე, სკაუტების სახლში – Via Burigozzo 11, Milano – საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებელი” გიწვევთ სულხან-საბა ორბელიანის “მოგზაურობა ევროპაში” პრეზენტაციაზე. ნაწარმოები იტალიურად თარგმნა ბერნის უნივერსიტეტის დოცენტმა მანანა ტოფაძემ.
ქართველი და იტალიელი მკითხველისათვის უაღრესად საინტერესო „მოგზაურობა ევროპაში“ მოგვითხრობს სულხან-საბა ორბელიანის იტალიასა და ევროპაში მოგზაურობის ეპიზოდებს და ასახავს ქართულ-იტალიური დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიას.