ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა „ევროპის არტისტის“ ჯილდო მიღო

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ესპანეთში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ლიკა შხვაცაბაიამ „ევროპის არტისტის“ ჯილდო – PREMIO DE ARTISTA DE EUROPA მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ქალაქ მილანში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან 400-მდე მხატვარი მონაწილეობდა.

18 იანვარს გალერეაში Antonio Battaglia  გაიხსნა 15 გამარჯვებული მხატვრის გამოფენა, რომელიც 2 კვირას გაგრძელდება. აპრილის ბოლოს კი პარიზში იგეგმება გამოფენა, სადაც შერჩეულ 5 არტისტს შორის  ლიკა შხვაცაბაიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები