წიგნი სათაურით „კვარას საქართველო” იტალიაში გამოიცემა

15 დეკემბრიდან, წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბესტსელერია, უკვე იტალიაში გამოიცემა. გამოიცემა ახალი სათაურით – „კვარას საქართველო”. ინფორმაციას ამის შესახებ თავად წიგნის ავტორი, გიორგი კეკელიძსე ავრცელებს.

„დიდი ამბავი: 15 დეკემბრიდან, წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბესტსელერია, უკვე იტალიაში გამოიცემა. გამოიცემა ახალი სათაურით – “კვარას საქართველო” და იტალიელებს, ხვიჩას გარდა ფეხბურთელის წინაპრებზე, ქართულ ფეხბურთზე, ბუნებაზე, საქართველოს კუთხეებზე და ადამიანებზე მოუყვება. მოუყვება კვარაცხელიების სოფელზე, ნაკიფუზე და იქაურ ჯადოქრულ სამყაროზე. მოუყვება ქართულ მზეებზე. წინასიტყვაობის ავტორები დიეგო მარადონა უმცროსი და აკა მორჩილაძე არიან“, –  წერს გიორგი კეკელიძე.

პროექტის პროდიუსერები ბერიკა შუკაკიძე და Key Communication არიან, მთარგმნელები: ნანა  ზარდიაშვილი და ჯოვანი ჯაკომანტონიო. იტალიური გამოცემის კონსულტანტი: ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი მინერვა, გამოცემის კოორდინატორები იტალიაში: მაკა ხაჩოშვილი და ნინა მამუკაძე-სორდინი. რედაქტორები: ნათია ნაცვლიშვილი, ჯოვანი ჯაკომოანტონიო, ჯენარო სკარსელი. წიგნის კონსულტანტები: ბადრი კვარაცხელია, მაკა ლუკავა, გარეკანის დიზაინი: ნატალია ავალიანი. წიგნში გამოყენებულია ხვიჩა კვარაცხელიას საოჯახო არქივის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ლევან გაბეჩავას, თამუნა წიკლაურის და მაკა ხაჩოშვილის ფოტოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები