ირაკლი რევიშვილმა მსოფლიოს და ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა
პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის მასტერსის ჩემპიონატზე ჩვენი მოცურავეები წარმატებით ასპარეზობენ.
ირაკლი რევიშვილმა პირველ დღეს 800 მ-ზე თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში მოპოვებულ ოქროს და მსოფლიოს ახალ რეკორდს, იმავე სტილით 200-მეტრიან დისტანციაზე მოპოვებული ოქრო და ევროპის ახალი რეკორდი დაამატა. მან დისტანცია 1:51.33 წამში დაფარა და საკმაოდ დიდი უპირატესობით აჯობა კონკურენტებს.
შოთა დავითაიამ 100 მ. ბატერფლაით 1:05.80 წამში გაცურა და საკუთარ ასაკობრივ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.