ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიაზე მეათე ნომრად წარდგება
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მეათე ნომრად სიმღერით Over The Sky წარდგება.
სიმღერის მთავარი გზავნილია – გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების.
“საბავშვო ევროვიზია 2023” 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ჩატარდება. ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და ნიდერლანდების წარმომადგენელი დახურავს. მასპინძელი საფრანგეთი კონკურსზე მე-12 ნომრად წარდგება.
საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.
24 ნოემბრის 23:00 საათიდან კი საბავშვო ევროვიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე vote.Junioreurovision.tv ხმის მიცემა დაიწყება.