ლაშა გაგნიძემ 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

მონტენეგროში მიმდინარე 22 წლამდე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა გაგნიძემ (63.5 კგ) ფინალში ესპანელ ოიერ კონდე იბარეჩესთან  იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მანამდე, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრები გიორგი გუცაევი (86 კგ) და რაჰიბა ისმაილოვი (48 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ამრიგად, ჩემპიონატზე ქართველი მოკრივეების ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები