ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე ნომინაციაში – “საუკეთესო შესრულება” მთავარი როლისთვის პრიზი დაიმსახურა

ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე “საუკეთესო შესრულების” კატეგორიაში გაიმარჯვა.

ბელფასტის კინოფესტივალი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 1995 წლიდან ტარდება, წელს 3-12 ნოემბერს გაიმართა.

ეკა ჩავლეიშვილი ასევე წარდგენილია ევროპული კინოაკადემიის პრემიის, “ევროპელი მსახიობი ქალის” ნომინაციაში. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები