კუნძულ ტექსელზე საერთაშორისო დიასპორული პროექტი – „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ გაიმართება

2023 წლის 10-13 ნოემბერს, ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება საერთაშორისო დიასპორული პროექტი სახელწოდებით „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის  სამკაულის კოლექცია „GOLDEN FLEECE BY TINATIN” გამოფენა – გაყიდვა.

2022 წლის ოქტომბერში სამკაულების კოლექცია გამოიფინა ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში და ბელგიაში Atelierdevka-ს საგამოფენო სივრცეში, ახლა კი დამთვალიერებელი მას კუნძულ ტექსელზე, საერთაშორისო დიასპორული პროექტის ფარგლებში იხილავს.

აღსანიშნავია, რომ კოლექცია შეიქმნა Jaba Leperti -თან კოლაბორაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები