რომში დავით მაზიაშვილი და მარიამ ალექსიძე დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვეს

25 ოქტომბერს, იტალიაში, რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოების სათავო ოფისში, დანტე ალიგიერის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ პრეზენტაცია.

ღონისძიების დასასრულს, დანტე 700-ის ფარგლებში საქართველოში თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” დადგმისთვის დანტე ალიგიერის საზოგადოებამ თანამედროვე ბალეტ “ბეატრიჩეს” სადადგმო გუნდი – დავით მაზიაშვილი, მარიამ ალექსიძე და დარიო მარიანელი დანტე ალიგიერის ოქროს მედლებითა და საპატიო დიპლომებით დააჯილდოვა.

მულტიმედიური ალბომის „ბეატრიჩეს“ გამოცემის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში, პროექტის მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები