ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ საერთაშორისო კინოფესტივალ CinEast-ის გამარჯვებულია

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“ საერთაშორისო კინოფესტივალ CinEast-ის გამარჯვებულია!

დაჯილდოების ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა, სადაც „მოქალაქე წმინდანს“ ფესტივალის მთავარი ჯილდო გადაეცა.

მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.

ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი საქართველოს კინოთეატრებში სულ რამდენიმე დღეში გამოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები