ქართველი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე დიდი წარმატებით იასპარეზეს მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულებმა ბელა ხოტენაშვილმა და ნინო ბაციაშვილმა.

ორივე მათგანმა მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ქალთა პირველ დაფაზე, ბოლო ტურში ერთმანეთში ფრედ დაასრულეს შეხვედრა. დამატებითი მაჩვენებლებით ოქროს მედალი ბელას ერგო, ხოლო ვერცხლი ნინოს.

გუნდურ შეჯიბრებაში კი პირველობა ნინოს გუნდმა – რუმინულმა კლუბმა “Superchess” – დაისაკუთრა, ხოლო ბელას გუნდი, უნგრეთის “Garuda” მეორეზე გავიდა.

მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ ლელა ჯავახიშვილ უკრაინული გუნდის “SP Gaz Ukraine” სახელით ასპარეზობდა და ინდივიდუალურ მეორე დაფაზე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო დიდოსტატმა, მერაბ გაგუნაშვილმა.

მერაბი, სერბული “K Zmaj” სახელით ასპარეზობდა და პირად მეოთხე დაფაზე მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. ამასთანავე, თბილისელმა დიდოსტატმა 2716 რეიტინგ-პერფომანი აჩვენა და 12 ქულაც შემატა საკუთარ რეიტინგს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები