სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.
ღონისძიება მოიცავდა მასტერკლასს და პრეზენტაციას 200 მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.
ქართული ღვინის მასტერკლასს ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდა. მასტერკლასზე წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო.