საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი “თაობა” დაიწყო

საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი „თაობა” ოფიციალურად დაიწყო.

თაობა“ სხვადასხვა ასაკის კინომოყვარულებს აძლევს შანსს დაესწრონ მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმებს და თავადვე გამოავლინონ მათ შორის გამარჯვებული. გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ საინტერესო ლექციები და მასტერკლასები.

პირველ საფესტივალო დღეს, საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით, ევროპული კინოს დაჯილდოებაზე წარდგენილი, ბერძენი რეჟისორის, ასიმინა პროედროუს ფილმის, „Behind the Haystacks”, თავისუფალი ჩვენება გაიმართა.

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს უკვე მეექვსედ, 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები