ესპანეთში მსოფლიო ხალხთა 36-ე ფოლკლორული ფესტივალში ანსამბლი “ზესტაფონი” მონაწილეობდა

ესპანეთში მსოფლიო ხალხთა 36-ე ფოლკლორულ ფესტივალი გაიმართა, სადაც საქართველოც მონაწილეობდა.

ფესტივალი ექტრემადურას ფოლკლორის ფედერაციის ეგიდით და ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში ქართული ასოციაცია “საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების” თანადგომით იმართება და ღონისძიების ფარგლებში, კონცერტებთან ერთად, მრავალფეროვანი ფოლკლორული აქტივობები ეწყობა.

2018 წელს, 31 – ე ფესტივალზე, საქართველო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა “ზესტაფონი” წარმოადგინა. ვინაიდან ხსენებულ ფესტივალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანსამბლმა, ამჯერადაც ასოციაციის არჩევანი აღნიშნულ კოლექტივზე შეჩერდა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ანსამბლმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ანალოგიურ რიგით 34-ე ფესტივალზე, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ფესტივალი 1 აგვისტოს გაიხსნა ქალაქ მერიდაში გალა კონცერტით, რომელზედაც მონაწილე ქვეყნებმა ესპანური ტრადიციული ფოლკლორული ცეკვა LA JOTA DE UVA შეასრულეს. საქართველომ თავის მრავალფეროვანი რეპერტუარით, მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ანსამბლს 15 დღის განმავლობაში14 ქალაქში მოუწიათ გამოსვლა, სადაც ფოლკლორის გარდა ჩვენი ქვეყნის კულტურა, კულინარია და ტრადიციები წარმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები