საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში 5 მედალი მოიპოვა

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა დიდ ბრიტანეთში, iwise (World Innovative Student Expo)-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ოქროს, ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია ინგლისში, ლონდონთან ახლოს, Guildford-ში ტარდებოდა, კერძოდ The University of Surrey-ში, რომელიც 19-ე საუკუნეშია დაარსებული და მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების კატეგორიაში შედის.

iwise – კონფერენციაზე 20 ქვეყნის 350 გამარჯვებული ფინალისტი მონაწილეობდა.

საქართველოს გუნდის სახელით კონფერენციაში GAS&GAHS სკოლების ექვსი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ 5 თემა წარადგინეს მათემატიკის, ფიზიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ხელოვნების სექციაში.

  • მათემატიკის სექცია – მამუკა (მიკა) მესხიშვილი;

  • მათემატიკის სექცია – მიხეილ ქიტიაშვილი; ნიკოლოზ დავითაძე

  • ფიზიკა – ნიკოლოზ კოკაია

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ნათია ბიჩელაშვილი

  • ხელოვნება – ნუცა ჩუბინიძე

    მათემატიკის სექციის ხელმძღვანელი ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა მესხიშვილია.

ჩვენი სკოლების მოსწავლეები პროექტები ინგლისურ ენაზე წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები