ელენე ნავერიანის ფილმი “შაშვი, შაშვი მაყვალი” Sarajevo Film Festival – ის გამარჯვებულია
ელენე ნავერიანის ფილმმა “შაშვი, შაშვი, მაყვალი,” სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა.
ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ფილმში მთავარ როლებს მსახიობები: თემიკო ჭიჭინაძე და ეკა ჩავლეიშვილი ასრულებენ. სწორედ ეკა ჩავლეიშვილს გადაეცა ჯილდო ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
ფილმი, რომელიც ქალების თავისუფლებისთვის ბრძოლას ეძღვნება, შვეიცარიული კინოფონდის მხარდაჭერით არის გადაღებული.
სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1995 წელს დაფუძნდა და სამხრეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფესტივალია.