საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 9 მედლით დაასრულა

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის პარაჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

როტერდამი 2023-ის მე-9 დღეს, ანდრეი სლეპცოვმა (-80კგ) ოქროს მედალი გიორგი ზარქუამ (ასევე -80კგ) ვერცხლის მედალი დავით მაქაძემ (აბსოლუტური) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის პარაჩემპიონატზე საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრების ანგარიშზე სულ 9 მედალია, საერთო ჩათვლაში კი როტერდამი 2023-ზე, საქართველოს პარანაკრებს 16 მედალი აქვს მოპოვებული.

ქართველი პარაათლეტები განაგრძობენ ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე პარასროლის და ეტლით მშვილდოსნობის სახეობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები