21-24 ოქტომბერს პიანისტთა მეცხრე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

2023 წლის 21-24 ოქტომბერს, ბორჯომში, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მეცხრე საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება.

წელს პირობებში სიახლეა – კონკურსი ჩატარდება ორ სპეციალობაში:

ფორტეპიანო (ოთხი ასაკობრივი კატეგორია – 6-დან 25 წლამდე) და საფორტეპიანო დუეტი (ერთი ასაკობრივი კატეგორია – 14 წლამდე).

საპრიზო ფონდი 15000 ლარია და ასევე, მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა ბორჯომის საერთაშორისო კონკურსი 2015 წელს დაარსდა. იგი ღვაწლმოსილი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, თენგიზ ამირეჯიბის სახელს ატარებს. კონკურსის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი. პირველი ორი კონკურსი ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, მაგრამ კონკურსის მიმართ უდიდესმა ინტერესმა და მონაწილეთა უხვმა რაოდენობამ განაპირობა კონკურსისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება. წლების განმავლობაში კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან ლიანა ისაკაძე, ალექსანდრე კორსანტია, სერგეი ბაბაიანი, ედიშერ სავიცკი, ვალერიან შიუკაშვილი, ნოდარ ჟვანია და მივა ჰოიანო. კონკურსი ტარდება 4 ასაკობრივ კატეგორიაში. მასში მონაწილეობის მიღება 6-დან 25 წლის ასაკის ჩათვლით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. კონკურსზე სოლიდური ფულადი პრემიების გარდა დაწესებულია სხვადასხვა სპეციალური პრიზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები