ტელეკომპანიის CBS-ის ეთერში ქართულ ღვინოზე სიუჟეტი გავიდა
ამერიკული ტელეკომპანიის CBS-ის ეთერში მიმდინარე კვირაში ქართულ ღვინოზე სიუჟეტი სათაურით “ქართული ღვინის ბუმი” გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართულ ღვინოზე გადაცემის მოსამზადებლად სექტემბერში საქართველოს CBS-ის გადაცემა “60 წუთის” გადამღები ჯგუფი ესტუმრება.
აღნიშნული გადაცემა ამერიკის სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულია, ეთერში გადის 1968 წლიდან და თითოეული გადაცემის აუდიტორია საშუალოდ 15 მლნ. მაყურებელს აღწევს.