მორიგი მედლები ბუქარესტიდან

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა შორის 87კგ, წონით კატეგორიაში,  ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას  ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ბრწყინვალედ იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 95 / 100 / 102 კგ. დაძლია, ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

მარიამ მურღვლიანმა აკვრაში თავი 118 / 123 / 127 კილოგრამს გაართვა, რაც ასევე ოქროს მედლის მომტანი გახდა.

ორჭიდში მოგროვილი 229 კილოგრამით კი კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადა.

საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრებმა (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაასრულა.

შეჯიბრებაზე მოასპარეზე 3 გოგონადან სამივე ჩემპიონი გახდა. გოგონებმა  მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით უმაღლესი სინჯის –  8 ოქროს მედალი მოიპოვეს. მარიამ მაისურაძემ ქალთა ნაკრების ყულაბა 2 ოქროს მედლით გახსნა, ამის შემდეგ ნათია გადელიამ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე 3 ოქროს მედლით დაიმშვენა მკერდი მარიამ მურღვლიანმაც.

(U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 96 კგ, წონით კატეგორიაში  მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გერვასი თაბაგარმა და თორნიკე ლომთაძემ  იასპარეზეს.

გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და დაძლეული 143 / 147  / 151 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ძალოსანმა აკვრაში  თავი 182 / 188 / 192 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ასევე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა ორჭიდში მოგროვილი 343 კილოგრამითაც.

თორნიკე ლომთაძემ ატაცში  134 / 138 / 141 კგ. დაძლია და მე-6 ადგილზე გავიდა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 177 / 183 / 186 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამით კი მეხუთეა.

(U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამაც (102 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 151 / 156 / 159 კგ. დაძლია, ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცეჩემპიონი გახდა.

გურამ ვეკუამ აკვრაში თავი 189 / 193 / 200 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 359 კილოგრამითაც.

ხოლო  (U23) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ირაკლი გობეჯიშვილმა (96 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში  161 კგ. დაძლია, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა და ვიცეჩემპიონობა იზეიმა.

გობეჯიშვილმა აკვრაში თავი 185 / 192 / 196 კილოგრამს გაართვა და კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა.

იგივე სინჯის მედალი ერგო ორჭიდში მოგროვილი 357 კილოგრამითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები