ნათია გადელია ევროპის ჩემპიონია, ზურაბ მსხალაძე კი ვიცეჩემპიონი

ბუქარესტში მიმდინარე U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე  ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ნათია გადელიამ (81 კგ.)  იასპარეზა.

გადელიამ კონტინენტის პირველობის ატაცში 93 / 96 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა.

ძალოსანმა აკვრაში 116 / 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

ნათია გადელია ორჭიდში მოგროვილი 219 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 89 კგ. წონით კატეგორიაში ზურაბ მსხალაძემაც, მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, წარმატებით იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 144 / 149 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ზურაბ მსხალაძემ აკვრაში თავი 180 / 185 / 190 კილოგრამს გაართვა და მოპოვებული ვერცხლის მედლით ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.

ასევე ვერცხლის  მედალს დაეუფლა ორჭიდში მოგროვილი 339 კილოგრამითაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები