ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტებმა -საბა გველესიანმა (-90 კგ.) ვერცხლის და შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საბა გველესიანი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. იპონით მოუგო შვედეთის წარმომადგენელს, ორ-ორი ვაზარით გაუმკლავდა მონტენეგროელ და ესპანელ მეტოქეებს, მაგრამ ფინალში გასული აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა ორი ვაზარით და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტები სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ) – ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბერძენ მეტოქესთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
შედეგად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებული 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირადი შეჯიბრების საერთო ჩათვლაში (გოგონები და ბიჭები) მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა ჩათვლაში კი პირველი ადგილი ერგო.