დაჩი დოლიძე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორია

ქართველმა ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სპორტსმენმა ტაიჭზე ვარჯიშში მესამე შედეგი (13.300 ქ.) აჩვენა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გამარჯვებული სამეული ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა დააჯილდოვა

აღსანიშნავია, რომ დაჩი დოლიძემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები