ავსტრიის ქართულ ცენტრში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო
ავსტრიის ქართულ ცენტრში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო 4-დან 16 წლის ბავშვებისთვის, რომელთაც სურთ, რომ ავსტრიაში ცხოვრების მიუხედავად, არ დაკარგონ კავშირი ქართულ ენასთან და საქართველოსთან.
სკოლაში ფუნქციონირებს სამი ჯგუფი – ბაღის, უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, გაკვეთილები კი ტარდება ყოველ კვირა დღეს.
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ მოსაწვევს ღია კარის დღეზე, სადაც ერთმანეთს გაეცნობით და გაგაცნობენ სასწავლო წლის გეგმას.