მარიამ მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა

ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ  (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს პირველი მედლები მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით ატაცში 68 / 72 / 74 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მარიამ მაისურაძემ აკვრაში თავი 88 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა.

მარიამმა  ორჭიდში მოგროვილი 162 კილოგრამით კვლავ უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვება შეძლო.

გარდა ამის,ა  მაისურაძემ საქართველოს რეკორდებიც დაამყარა. ძალოსანმა ატაცსა და ორჭიდში  ქვეყნის რეკორდი  2 – 2  კილოგრამით გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები