საქართველოს საელჩო საბერძნეთში ინფორმაციას ავრცელებს

ქ. ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.

ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.

ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან.

„დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა  მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაიყვანეს მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა  –  მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

❗️❗️❗️ შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც  უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს.  ცხელი ხაზი +306952220000“, – ნათქვამია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები