28 ივლისს შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალი იწყება

28-30 ივლისს, „ისთერნ ფრომოუშენსი“  წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზფესტივალს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის განსაკუთრებულ საღამოებს ჰპირდებიან. ფესტივალის სამი დაუვიწყარი დღის სტუმრები, მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

28 ივლისი – ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS); სოულ თრეინი (SOUL TRAIN)

29 ივლისი – ლეგენდარული მარკუს მილერი (MARCUS MILLER European Tour 2023)

30 ივლისი – ბრუკლინ ფანკ ესენშელს (BROOKLYN FUNK ESSENTIALS)

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

წლევანდელი ფესტივალის სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ.ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები