თელავში ნახატების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

თელავის ისტორიულ მუზეუმში First Wish Art Gallery- ს პროექტის ,,Telavi History Museum International Group Art Exhibition – Edition 1st” ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო გამოფენა, სადაც მონაწილეობდა 22 მხატვარი, როგორც საქართველოდან ასევე იაპონიიდან, ინდოეთიდან, ისრაელიდან, დუბაიდან, პაკისტანიდან და ირანიდან.

მხატვრებმა მუზეუმს საჩუქრად 13 ნამუშევარი გადასცენ.

First Wish Art Gallery – ს 2020 წლის ნოემბერში დაარსდა. მისი დამფუძნებელი გახლავთ ირშად ჰუსეინი, დირექტორი და თანამფლობელი მარიამი სიმაშვილი. გალერეა ოფიციალურად დარეგისტრირებულია საქართველოში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE). მისი მიზანია საქართველოს კულტურის წარმოჩენა და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა. დაარსების დღიდან გალერეა ორგანიზებას უწევს საერთაშორისო გამოფენებს და ქმნის პლატფორმას, სადაც მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ერთიანდებიან  და ერთმანეთს გამოცდილებას და შემოქმედებას უზიარებენ.

First Wish Art Gallery-მ მასშტაბური პროექტი 2023 წლის იანვრიდან დაიწყო  სახელწოდებით – Mission World Tour Exhibition – 30 ქვეყანა & 30 გამოფენა. გამოფენა უკვე  ჰქონდათ  საქართველოში, იაპონიაში, დუბაიში, ინდოეთში… დაგეგმილია იტალია, თურქეთი  და პრაღა. ხოლო ოქტომბერში და დეკემბერში კვლავ ეწვევიან თელავის ისტორიულ მუზეუმს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები