ელენე ნიკოლეიშვილი ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას

ახლგაზრდა პიანისტი, კონსერვატორიელი ელენე ნიკოლეიშვილი, 3 ტურიანი კონკურსის წარმატებით გადალახვის შედეგად, ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში, სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსზე განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული დაფინანსებით განაგრძობს სწავლას.

გასული სასწავლო წელი მისთვის ძალიან წარმატებული იყო:

იგი ბრიუსელში საქართველოს საელჩოში საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდა, მან სხვადასხვა ცნობილ მუსიკოსთან გაიარა მასტერკლასები, მრავალ  კონცერტში მიიღო მონაწილეობა, ჩაატარა 4 სოლო კონცერტი, მათ შორის ცნობილი მევიოლინე სეიდ ფილდის მიერ ორგანიზებულ კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში. ელენე აქტიურად ეწევა ქართველ კომპოზიტორთა  შემოქმედების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები